რუსეთი სომხეთს იარაღის შესაძენად სესხს მისცემს

რუსეთის მთავრობის საინტერნეტო პორტალის ცნობით, სომხეთს კრემლმა გამოუყო 200 მილიონი დოლარი რუსეთის სამხედრო ტექნიკის შესაძენად. ათწლიანი სესხი ერევანს მიეცემა „სმერჩის“ ტიპის რაკეტმტყორცნების, „იგლა-ეს-ის“ ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის და სარადარო სისტემების შესაძენად. ამავე ცნობით, სომხეთი შეიძენს ასევე სნაიპერულ შაშხანებს და ჯავშანმანქანებს. გარიგების თანახმად, სომხეთი თვითონ გადაიხდის შეძენილი საქონლის ათ პროცენტს და ნაშთს კი კრედიტით დაფარავს.