ქაშმირში სამდღიანი შეტაკება დასრულდა

ქაშმირის ინდურ ნაწილში სამი დღე გაგრძელდა შეტაკება ინდოეთის უშიშროების ძალებსა და შეიარაღებულ პირებს შორის, რომლებიც თავს დაესხნენ სამთავრობო შენობას და სულ მცირე ცხრა ადამიანი მოკლეს. თავდასხმა მოხდა შენობების კომპლექსზე სრინაგარში, ინდური ქაშმირის საზაფხულო დედაქალაქში. შეტაკება დაიწყო, როცა ინდოელ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს ოლქში ინდოეთის ადმინისტრაციის მოწინააღმდეგე ძალებმა, რომლებმაც მძევლები აიყვანეს შენობაში. შენობიდან ევაკუირებულ იქნა 110 სამოქალაქო მოხელე. ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამი ომიდან ორი, ბრიტანეთის კოლონიური ბატონობიდან განთავისუფლების შემდეგ, ქაშმირის გამო მოხდა. დელი ბრალად სდებას ისლამაბადს ინდოეთში ისლამისტების მხარდაჭერაში.