სტამბოლში სამართალდამცველებმა მოკლეს ორი ექსტრემისტი ქალი

სტამბოლში ორმა ექსტრემისტმა ქალმა ყუმბარა ესროლა და ცეცხლი დაუშინა თურქეთის სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს. მანამდე ამ უკანასკნელებმა ალყა შემოარტყეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს, რომელშიც, პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმის შემდეგ ექსტრემისტი ქალები იმალებოდნენ. ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცველებმა ორივე ექსტრემისტი მოკლეს. ისინი წარმოადგენდნენ თურქეთში აკრძალულ ულტრამემარცხენე, მარქსისტულ ორგანიზაციას სახელწოდებით სახალხო გათავისუფლების რევოლუციური ფრონტი. შარშან ამ ორგანიზაციის წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს სტამბოლში აშშ-ის საელჩოს.