ევროკომისია დღეს გამოვა წინადადებით ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ

ევროკომისია დღეს გამოვა წინადადებით საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის შესახებ. ამის შესახებ გვატყობინებს ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი. მისი ინფორმაციით, თბილისის დროით, 20:30 საათზე ბრიუსელში გაკეთდება განცხადება, რომ ევროკომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო ვალდებულების მოხსნას.