ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მკითხველს შეხვდება

ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დღეს ქართველ მკითხველს შეხვდება. ავტორთან შეხვედრა 15:30 საათიდან 17:00 საათამდე - "ბიბლუსი გალერეაში" გაიმართება. ფრედერიკ ბეგბედერი გაესაუბრება მკითხველს, უპასუხებს მათ კითხვებს და დაარიგებს სამახსოვრო ავტოგრაფებს.