საქართველოში ხუთ პირს ადანაშაულებენ პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფაში

საქართველოს მთავარმა პროგურატურამ დაიწყო ხუთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პირადი და ოჯახური საიდუმლოების ხელყოფის ბრალდებით. ამის შესახებ 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ. მისი თქმით, პროკურატურამ დაადგინა დანაშაულში ჩართულ იმ პირთა წრე, რომლებიც ვიდეჩანაწერების მოპოვებასა და გავრცელებაში მონაწილეობდნენ. 15 მარტს უფრო ადრვე გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოში დააკავეს ორი პირი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების შენახვისა და გავრცელებისთვის.