დაღესტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა პოლიციელი

ოთხშაბათს დაღესტანში საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ერთი პოლიციელი. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაღესტანში ეს უკვე მეორე თავდასხმაა პოლიციელებზე. სამშაბათს საღამოს დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ააფეთქეს პოლიციის ორი ავტომანქანა. ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. წუხელ კასპიისკში პოლიციის ავტომანქანების აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.