თურქეთში თავდასხმას შვიდი პოლიციელი ემსხვერპლა

თურქეთში პოლიციის ავტობუსზე განხორციელებულ თავდასხმას შვიდი პოლიციელ ემსხვერპლა, - ამის თაობაზე იტყობინება დოგანის სააგენტო. ცნობით, აქტი მოხდა უპირატესად ქურთებით დასახლებულ დიარბაქირში. ავტობუსს პოლიციის საგანგებო ძალების წევრები გადაჰყავდა. სააგენტო მომხდარში ადანაშაულებს „ტერორისტებს“, როგორც მთავრობა უწოდებს ხოლმე ქურთ მეამბოხეებს. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა, რომ თავდასხმამ გვიჩვენა "ტერორიზმის მახინჯი სახე".