მთიან ყარაბაღში, მთლიანობაში, არ დარღვეულა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

აზერბაიჯანი და მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აცხადებენ, რომ წუხელ, მთლიანობაში, არ დარღვეულა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამ შინაარსის განცხადება 6 აპრილს გააკეთეს მთიან ყარაბაღში სეპარატისტების ჯარმა და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მაგრამ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია" იუწყება ასევე, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 115-ჯერ დაარღვიეს ზავი. აზერბაიჯანსა და სეპარატისტებს შორის 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების შედეგად, მთიან ყარაბაღში შეჩერდა ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება 1994 წლის შემდეგ.