„პრაიმტაიმი“: ფარული ჩანაწერების საქმეზე დააკავეს ათამდე ყოფილი მაღალჩინოსანი

სამართალდამცავი სტრუქტურების ათამდე ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე- ამის შესახებ გაზეთი „პრაიმტაიმი“ იუწყება. ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერს ამბობს საქართველოს მთავარი პროკურატურა, სადაც 14 საათზე ბრიფინგი გაიმართება.