პაკისტანში 60 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

60 მილიონამდე ადამიანი არსებობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, - ამის თაობაზე მთავრობის ანგარიშშია ნათქვამი. კვლევა ჩატარდა სიღარიბის გამოსაანგარიშებელი ახალი ფორმულით. პაკისტანის საგეგმო კომისიის თანახმად, სიღარიბის პროცენტული მაჩვენებელი გასამმაგდა და მიაღწია 29,5 პროცენტს. თითქმის რვა მილიონამდე ოჯახში, მოზრდილების საშუალო თვიური შემოსავალი სამი ათას რუპიაზე, ანუ 30 დოლარზე ოდნავ მეტია.