სტავროპოლში მოწყობილი თავდასხმის მონაწილეების ვინაობა დადგინდა

პოლიციამ დაადგინა იმ სამი მამაკაცის ვინაობა, რომლებმაც ორშაბათს სტავროპოლის ერთ-ერთი რაიონული პოლიციის შენობასთან აიფეთქეს თავი. ისინი ადრე ნასამართლევი, მათ შორის მკვლელობისათვის მსჯავრდებული კიტაევსკის რაიონის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ. გამოძიების ვერსიით, 11 აპრილს პოლიციის შენობაში შეჭრის მიზნით სამმა პირმა მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად დაზიანდა ახლომდებარე რამდენიმე ავტომობილი და თავად შენობა. ადამიანები და პოლიციელები არ დაშავებულან.