პაკისტანში 19 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად

პაკისტანში 19 ადამიანი დაიღუპა სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ოფიციალური პირების ცნობით, ავარია 13 აპრილს მოხდა აღმოსავლეთში მდებარე პანჯაბის პროვინციაში, ქალაქ ფაიზალაბადთან. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაწყებულია ავარიის მიზეზების გამოძიება. პაკისტანში ხშირია მძიმე ავტოავარიები მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურისა და მოძრაობის წესებისადმი უდიერი დამოკიდებულების გამო.