ერევანში, თავისუფლების მოედნიდან რუსეთის საელჩოსკენ საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. რამდენიმე ასეული დემონსტრანტი პროტესტს გამოთქვამდა რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ამ ქმედებამ, აქციის მონაწილეთა აზრით, გამოიწვია საბრძოლო მოქმედებები 2 აპრილს, სეპარატისტულ ირეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. შეკრებილები რუსეთისგან მოითხოვენ, რომ როგორც სომხეთის სამხედრო მოკავშირემ, დაუყოვნებლივ შეასრულოს თავისი ვალდებულებები და შეწყვიტოს აზერბაიჯანისთვის საბრძოლო იარაღის მიყიდვა.