ეკვადორში მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 77 კაცი შეეწირა

სულ მცირე 77 კაცი დაიღუპა სამხრეთ ამერიკაში მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო ეკვადორში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის სიმძლავრე 7,8 ბალს შეადგენდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა 600-ზე მეტი ადამიანი, ათეულობით შენობა ან მთლიანად, ან ნაწილობრივ არის დანგრეული. 16 აპრილის მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ეკვადორის დედაქალაქ კიტოდან 150 კილომეტრის დაშორებით ქალაქ გუიაკილში, რომლის ქუჩები მოფენილია ბეტონის ნამსხვრევებითა და შენობების ნანგრევებით. ქვეყნის პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ ქვეყანაში საგანგებო ზომები გამოაცხადა და შეწყვიტა ვიზიტი ვატიკანში, რათა უშუალოდ უხელმძღვანელოს საგანგებო ვითარების შტაბს.