ავღანეთში ათეულობით ადამიანი დაიხოცა წყალდიდობის შედეგად

სულ მცირე 30 ადამიანი დაიხოცა მოულოდნელი წყალდიდობის შედეგად, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთს დაატყდა თავს. რადიო თავისუფლებას ავღანეთის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურმა უთხრა, რომ წყალდიდობაა თახარის, ბადღის და სამანგანის პროვინციებში. ძლიერი წვიმა მოვიდა ქაბულშიც, მაგრამ იქ დიდი ნგრევის ან ზარალის თაობაზე არ იტყობინებიან. თახარში ათი ადამიანი დაიღუპა. დაზიანდა ბევრი სახლი. ბადღის პროვინციაში 15 ადამიანი დაიღუპა.