საბერძნეთში აანთეს ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი

საბერძნეთში აანთეს ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ჩირაღდანი. ცერემონია 21 აპრილს ათენის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ახლა ჩირაღდანი ექვსი დღე იმოგზაურებს საბერძნეთში. მას მოელიან, მაგალითად, ქალაქ მარათონში და ათენის მიგრანტთა ბანაკში. 3 მაისს კი ოლიმპიური ჩირაღდანი ბრაზილიაში ჩავა და 100 დღეში მოივლის ამ ქვეყანას, 500-მდე ქალაქსა და სოფელს. ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში გაიმართება. ეს იქნება პირველი ოლიმპიადა სამხრეთ ამერიკაში.