პაკისტანში სიქხი პოლიტიკოსი დააკავეს მეტოქის მკვლელობის გამო

პაკისტანის პოლიციამ ექვსი პირი დაკავა, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან სიქხი ოფიციალური პირის მკვლელობასთან კავშირში. ხელისუფლება უარყოფს, რომ თალიბანმა იკისრა პასუხიმგებლობა მომხდარისთვის. 22 აპრილს პახტუნხვის პროვინციის უმცირესობათა საქმეებში მრჩეველი სარდარ სურან სინქხი შინ მიმავალი მოკლეს. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა, აზად ხანმა განაცხადა, რომ დაპატიმრებულებს შორის არის სიქხი პოლიტიკოსი ბადლევ კუმარი. ხანის თქმით, კუმარზე ეჭვია მიტანილი, რომ ფული გადაიხადა მეტოქის მოკვლისთვის.