პაკისტანში ორ ათეულზე მეტი ადამიანი მოკლა მოწამლულმა ტკბილეულმა

პაკისტანში, სულ მცირე, 23 ადამიანი დაიხოცა და ათეულობით დაავადდა მას მერე, რაც მოწამლული ტკბილეული ჭამეს. პოლიცია ეჭვობს, რომ ტკბილეული პესტიციდებს შეიცავს. ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, უმარ ჰაიატი თავისი შვილიშვილის დაბადების დღის გამო მეგობრებc და ნათესავებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. ათი ადამიანი, ვინც ტკბილეული ჭამა, იმავე დღეს დაიხოცა. საავადმყოფოშია 52 ადამიანი. ვარაუდობენ, რომ ტკბილეულში პესტიციდი შემხვევით მოხვდა.