მთიან ყარაბაღში სომხეთის მხარდაჭერი მოქმედი სეპარატისტების განცხადებით, ორი მებრძოლი დაიღუპა 26 აპრილის დილას, აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებიდან სროლის შედეგად. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 26 აპრილს დაადასტურა, რომ მისმა ჯარებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტჯერ დაუშინეს ცეცხლი სეპარატისტების პოზიციებს. მაგრამ ბაქოში სამინიტრო ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანელები ყველა ამ შემთხვევაში მოქმედებდნენ სეპარატისტების მხრიდან ზავის დარღვევაზე საპასუხოდ. ზავი 5 აპრილს ამოქმედდა, მაგრამ მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ მის დარღვევაში. აპრილის დასაწყისში მთიან ყარაბაღში დაიწყო ყველაზე ინტენსიური ბრძოლა მას შემდეგ, რაც 1994 წლის ზავმა შეაჩერა აზერბაიჯანსა და სეპარატისტებს შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი.