ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს დავით უსუფაშვილი

ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ის დღეს შეხვდება ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინის. შეხვედრების დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაა.