საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 95 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტით, 69 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღის განმავლობაში დატოვებს, კიდევ 26-ს კი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ზვიად ქორიძის ინფორმაციით, მათ შორის, ვინც საპატიმრო დაწესებულებებს დღესვე დატოვებს, 10 ქალი და 2 არასრულწლოვანია.