საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, მომავალ კვირაში რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას მისცემდა „ქართულ ოცნებას,“ 19% კი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.“ ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 13% ხმას მისცემდა „თავისუფალ დემოკრატებს,“ 8% - ლეიბორისტულ პარტიას, 4% - „პატრიოტთა ალიანსს,“ 3% - „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას“ და 15% - არცერთ პარტიას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დაკვეთით 12 მარტიდან 2 აპრილის პერიოდში გამოიკითხა 1500 რესპონდენტი.