ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 1 მაისს გახდება ცნობილი

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აბდოლრეზა რაჰმანი ფაზლის თქმით, ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები 1 მაისს გახდება ცნობილი. ამჟამად პარლამენტში არცერთ პარტიას არ მოეპოვება უმრავლესობა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საარჩევნო ხმის მქონე 17 მილიონ ამომრჩეველს. კენჭისყრის მეორე რაუნდში 290-ადგილიანი პარლამენტის 68 მანდადის ბედი წყდება. არჩევნების პირველ რაუნდში, რომელიც 26 თებერვალს გაიმართა, დიდ წარმატებას მიაღწიეს პრეზიდენტ ჰასან როჰანის ზომიერმა და ცენტრისტმა მომხრეებმა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს უმრავლესობის მოპოვება.