ტაჯიკეთში ოფიციალურად აიკრძალა რუსიფიცირებული გვარები და მამის სახელები

ტაჯიკეთში ოფიციალურად აიკრძალა რუსიფიცირებული გვარები და მამის სახელები ეთნიკური ტაჯიკების საბუთებში. ახალი ნორმების მიხედვით, იმ ტაჯიების შვილები, რომელთა გვარი „-ოვ“-ზე ან „-ოვა“-ზე მთავრდება, ამიერიდან დაბადების მოწმობას ტაჯიკური გვარებით მიიღებენ. თავად პრეზიდენტმა ემომალი რახმონოვმა 2007 წელს თქვა უარი თავის რუსიფცირებულ გვარზე და რახმონი დაირქვა.