ბაღდადში აფეთქებამ 20 ადამიანი იმსხვერპლა

სულ მცირე 19 ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას ბაღდადის გარეუბანში. დაშავებულთა რიცხვი 40-ია. პასუხისმგებლობა აფეთქებისთვის ისლამურმა სახელმწიფომ იკისრა. აფეთქება მოხდა გზაზე, ნაჰრავანში, რომელსაც შიიტები იყენებენ, როცა კადიმიის მეჩეთში მიემართებიან ხოლმე. მეორე აფეთქება მოხდა ბაღდადის უბან დორაში, შიიტი მეამბოხეების საგუშაგოსთან. ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.