სირიის მთავრობის ჯარი ალეპოში მეამბოხეთა პოზიციებს ბომბავს

სირიის მთავრობის ჯარი განაგრძობს საჰაერო იერიშებს იმ არეალებზე, რომლებიც მეამბოხეთა ხელშია ქალაქ ალეპოში. ამის თაობაზე მეთვალყურეთა ჯგუფი იტყობინება ლონდონიდან. 20 იერიშის შედეგად, ამავე ცნობით, დახოცილია სულ მცირე, ხუთი ადამიანი. ამის ფონზე დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს ლატაკიის პროვინციაში და დამასკის გარეუბნებში. ალეპო ამ დროებითი ზავის მოქმედების არეალიდან გამორიცხეს. მთავრობის თანახმად, დროებითი, 29 აპრილს მიღწეული, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიზანი იყო თებერვალში მიღწეული ზავის გადარჩენა.