აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს "იარაღის ჟღარუნი"

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ეშ კარტერი, რუსეთს მოუწოდებს, ნუღარ წავა უკან, ცივი ომის ეპოქისაკენ „იარაღის ჟღარუნით“ და აგრესიული ქმედებებით, რომლებიც ნატოში შეშფოთებას იწვევს. ჩვენ არ გვსურს რუსეთის გადამტერებაო, განაცხადა კარტერმა 3 მაისს გერმანიაში, შტუტგარტში, სადაც გაიმართა ევროპაში ნატოს ძალების ახალი სარდლის, ამერიკელ გენერალ კერტის სკაპაროტის ინაუგურაცია. „არ გვსურს ცივი და, მითუმეტეს, ცხელი ომი რუსეთთან. მაგრამ ეს შეცდომაში ნუ შეგიყვანთ: ჩვენ დაიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგსა და პოზიტიურ მომავალს“, - განაცხადა კარტერმა. მისივე თქმით, რუსეთი განაგრძობს უკრაინის, საქართველოს, მოლდავეთის სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და ცდილობს, შეავიწროვოს ბალტიისპირელი მეზობლები. ამასთან, კარტერის აზრით, ყველაზე შემაშფოთებელია რუსეთის განცხადებები ბირთული იარაღის გამოყენებაზე.