რუსეთში სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაღესტანში სამი ექსტრემისტი მოკლეს

რუსი ოფიციალური პირების ცნობით, დაღესტანში სამი ექსტრემისტი მოკლეს. სახელმწიფო ანტიტერორისტულმა კომიტეტმა 4 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ექსტრემისტები წუხელ მოკლეს ცენტრალურ დაღესტანში მდებარე ყიზილიურტის რაიონში. ამავე წყაროს თანახმად, სამი ექსტრემისტი მონაწილეობდა როგორც პოლიციელებზე თავდასხმებში, ისე გამოძალვის შემთხვევებში და ერთ-ერთი მოკლული, უმარ საბუიევი, იყო კრიმინალურ დაჯგუფება „ყიზილიურტის ბანდის“ წევრი. დაღესტანი ძალადობის ეპიცენტრად იქცა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ექსტრემისტებს ისლამური სახელმწიფოს შექმნა სურთ.