ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა თალიბების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 60-ზე მეტი პატიმარი

ავღანეთის სპეცდანიშნულების რაზმებმა სამხედრო ვერტმფრენების მხარდაჭერით გაათავისუფლეს 60-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც თალიბანის საპატიმროში იყვნენ დამწყვდეული პროვინცია ჰელმანდში. პროვინციის გუბერნატორის, ჰაიატულა ჰაიატის თქმით, ოპერაცია ავღანეთის არმიის კონტრტერორიზმის შენაერთებმა განახორციელეს ნავზათის ოლქში.