გადაიდო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა

გადაიდო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა, რომელიც დღეს დილით უნდა დაწყებულიყო. პროფკავშირების წარმომადგენელმა გოგა ბრეგვაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ დასაქმებულთა პრეტენზიებს დღეს განიხილავენ ქარხნის ხელმძღვანელები და თანამშრომლები და თუ შეხვედრა შედეგიანი იქნება, გაფიცვა აღარ დაიწყება. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა მოთხოვნებს შორისაა ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდა, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება და დასაქმებულთა იძულებითი მოცდენის შემთხვევაში ასანაზღაურებელი ტარიფის განსაზღვრა.