დავით ბაქრაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, დავით ბაქრაძე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა. ბაქრაძის თქმით, “დაგეგმილი წვრთნები და მასზე გამოხმაურებები პირდაპირ მიანიშნებს, თუ ვინ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე და ვინ ემუქრება მას”. როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოში დაგეგმილი წვრთნები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას ემსახურება და სტრატეგიულ პარტნიორებთან მუშაობა მნიშვნელოვანია.