ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირი დაკავეს იტალიაში

იტალიის პოლიციის თანახმად, ამ ქვეყანაში დააკავეს სამი პირი, რომელთა შესახებ, გამოძიების თანახმად, ცნობილია, რომ ამზადებდნენ თავდასხმებს იტალიაში, ბრიტანეთში და საფრანგეთში. პროკურორ რობერტო როსის თქმით, მტკიცებულება, რომ ორი ავღანელი და ერთი პაკისტანელი კონკრეტულ თავდასხმას გეგმავდნენ, არ არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ ისინი ემზადებოდნენ.