უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბანგლადეშში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეხის დაცემის შედეგად

უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში ბანგლადეშში 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა მეხის დაცემის შედეგად. ადგილობრივი პრესის თანახმად, დაღუპულთა უმრავლესობა იყო გლეხები, რომლებიც მინდორში მუშაობდნენ. მარტის შემდეგ 90-მდე ადამიანი ემსხვერპლა მეხს. გასულ წელს მათი რიცხვი 51 იყო. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ მეხით გახშირებული სიკვდილიანობის მიზეზი შეიძლება იყოს კლიმატის დათბობა, დეფორესტაცია და ხალხის მიერ მობილური ტელეფონების გამოყენება.