აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა განაახლეს ზავი მთიან ყარაბაღში

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და სერჟ სარქსიანმა განაახლეს მხარდაჭერა მთიან ყარაბაღში ზავისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. აშშ-ის, საფრანგეთისა და რუსეთის ერთობლივი განცხადებით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის გამართვაზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად. შეთანხმება მოჰყვა აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლების მონაწილეობით 16 მაისს ვენაში გამართულ შეხვედრას - ალიევისა და სარქსიანის პირველ შეხვედრას მას შემდეგ, რაც აპრილის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის გარშემო ბრძოლა განახლდა სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის. აზერბაიჯანის კუთვნილ რეგიონს სეპარატისტები აკონტროლებენ.