რუსმა კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ეროვნული გვარდიის შექმნას

რუსმა კანონმდებლებმა თითქმის ერთხმად დაუჭირეს მხარი ახალი სამხედრო სტრუქტურის - ეროვნული გვარდიის შექმნას, რაც რუსეთის ხელისუფლების თქმით, აუცილებელი ინსტრუმენტია მოსალოდნელი არეულობების თავიდან ასაცილებლად.რუსეთში, რომელიც დასავლეთის სანქციების გამო სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, - სექტემბერში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, 2018 წელს კი - საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ეროვნული გვარდიის შექმნის გადაწყვეტილებაგასულ თვეში მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც ახალი სტრუქტურის ფორმირება მისი პირადი დაცვის სამსახურის ყოფილ უფროსს, გენერალ ვიქტორ ზოლოტოვს დააკისრა.