ობამა: თალიბანის ლიდერის მოკვლა ავღანეთში მშვიდობისკენ გადადგმული „მნიშვნელოვანინაბიჯია“

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ თალიბანის ლიდერი მოლა აქთარ მანსური მოკლეს და მიესალმა მის სიკვდილს, როგორც ავღანეთში მშვიდობის დამყარების მცდელობაში „მნიშვნელოვან ნაბიჯს“. ლიკვიდაცია გავუკეთეთ იმ ორგანიზაციის ლიდერს, რომელიც მოქმედებდა აშშ-ის და კოალიციის ძალების წინააღმდეგ და თავდასხმებს ახორციელებდა მათზე, რომელიც ებრძვის ავღანელ ხალხს და შეკავშირებულია ექსტრემისტულ დაჯგუფებაალ-ყაიდასთან, -განაცხადა ობამამ 23 მაისს. ავღანეთის ხელისუფალთა თანახმად, მოლა მანსური აშშ-ის დრონით თავდასხმისას მოკლეს პაკისტანში, ბალოჩისტანში, ავღანეთის საზღვარზე. პაკისტანმა კრიტიკა გამოთქვა მომხდარის გამო და განაცხადა, რომ აშშ-მა ისლამაბადს არ აცნობა თავდასხმის შესახებ. თალიბანის ლიდერი, მანსური 2015 წელს, ივლისში, ერთი დღის შემდეგ გახდა მას მერე, რაც თალიბანმა დაადასტურა, რომ მისი სასულიერო ლიდერი, მოლა ომარი, გარდაიცვალა.