პუტინი საბერძნეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ კვირაში საბერძნეთში ჩავა. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი სტუმრობა იქნება ევროკავშირის წევრს ქვეყანაში ბოლო თითქმის ერთი წელიწადში. კრემლის ცნობით, პუტინი 27-28 მაისის ვიზიტის დროს შეხვდება პრეზიდენტ პროკოპის პავლოპულოსს და პრემიერ-მინისტრს, ალექსის ციპრასს მოლაპარაკების თემებია ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში პროექტები. პუტინი მოსკოვისთვის დასავლეთის სანქციების დაწესების შემდეგ შარშან ივნისში იყო ბოლოჯერ ევროკავშირში, როცა ესტუმრა იტალიას. ციპრასი ორჯერ იყო მოსკოვში შარშან, პავლოპოლუსი იანვარში სტუმრობდა რუსეთს.