ნავთობის ფასმა წელს პირველად მიაღწია 50 დოლარს

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 26 მაისს საერთაშორისო ბაზარზე წელს პირველად მიაღწია 50- დოლარს, რაც ეკონომიკური ზრდის ბიძგს აძლევს ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს რუსეთითა და ყაზახეთით დაწყებული, და ირანი და ერაყით დამთავრებული. ეს მაშინ, როდესაც წლის დასაწყისში ბრენტის ნედლი ნავთობის საერთაშორისო ფასი 29 დოლარამდე იყო დაცემული. ანალიტიკოსების დაკვირვებით, ნავთობის საერთაშორისო ფასის ზრდა განაპირობა დოლარის კურსის გამყარებამ, ასევე ხანძრებმა კანადაში და არეულობამ ნიგერიაში, ქვეყნებში, რომლებიც ნავთობის მწარმოებელ უმსხვილეს სახელმწიფოებს განეკუთვნებიან.