დაღესტანში ორი პირი გაასამართლეს ჟურნალისტის მოკვლის გამო

მაჰაჭყალაში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დამნაშავედ სცნოს მურად შუაიბოვი და ისა აბდურახმანოვი, ჟურნალისტ მალიკ ახმედოვის მკვლელობაში და მათ შესაბამისად, ათნახევარი და რვა წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შარშან მათ ერთნაირი განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ სასამართლომ საქმე გადასინჯა. ახმედოვი გაზეთ“ სოღრატის“ მთავარი რედაქტორი იყო. ის საკუთარ სახლში მოკლეს 2009 წელს.