საქართველო აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს

საქართველო აღნიშნავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. თბილისსა და საქართველოს რეგიონებში დილიდან მიმდინარეობს თეატრალური წარმოდგენები, კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და საქველმოქმედო აქციები. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში ბავშვებსა და მათ მშობლებთან ერთად მონაწილეობენ კერძო კომპანიების, სამოქალაქო სექტორის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები.