საქართველოში სახელმწიფო ვიზიტს განაგრძობს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტს განაგრძობს სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფება ბათუმში, სადაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს შეხვდა. დღესვე პრეზიდენტებმა ანდრეი კისკამ და გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში გახსნეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი. ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი 2 ივნისს დასრულდება.