სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა მხარი არ დაუჭირეს

10 ივნისს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს ლუქსემბურგში. მათ განიხილეს საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთისთვის და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი დამხარი არ დაუჭირეს მას.გერმანიის, საფრანგეთის და იტალიის მინისტრებმა გაიმეორეს მათი პოზიცია. აღნიშნული იქნა, რომ მათი უარი უკავშირდება საქართველოს მოქალაქეთა დანაშაულებრივ საქმიანობას. 20 ივნისს გაიმართება შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც საკითხს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ, მანამდე კი გეგმაშია, 15 ივნისს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე საკითხის განხილვა.