ობამამ ავღანეთში აშშ-ის ჯარს უფლებამოსილება გაუზარდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ დაამტკიცა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ავღანეთში აშშ-ის ჯარს ავღანეთის ძალებისთვის დახმარების გაწევის საქმეში ენიჭება უფრო დიდ უფლებამოსილება საჰაერო იერიშების გაზრდის სახით. ახალი დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ჯარების მეთაური ავღანეთში, გენერალ ჯონ ნიკოლსონი მიიღებს გადაწყვეტილებას, რა შემთხვევაში შეიძლება გაუწიოს მხარდაჭერა აშშ-ის ჯარმა ავღანელ პარტნიორებს.