ორლანდოს გეიკლუბში სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის შტატ ფლორიდაში, ქალაქ ორლანდოს ერთ-ერთ ღამის გეიკლუბში, სროლის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 53 დაიჭრა. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ მამაკაცი, რომელმაც დაიწყო სროლა და მძევლები აიყვანა ღამის კლუბში, მოკლულია. პოლიციის ცნობით, ის შეიარაღებული იყო შაშხანითა და პისტოლეტით, ასევე მოეპოვებოდა საეჭვო მოწყობილობა. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლის თქმით, მასობრივი მკვლელობა გამოძიებულ იქნება, როგორც ტერაქტი. სროლა დაიწყო დაახლოებით ღამის ორ საათზე ადგილობრივი დროით. დილის ხუთი საათისთვის პოლიციამ მძევალთა განთავისუფლების ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლებმა კონტროლირებადი აფეთქება განახორციელეს.