დონბასში ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა

ორი უკრაინელი ჯარიკაცი დაიღუპა წუხელ პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების იერიშის მოგერიების დროს დონეცკის ოლქის ქალაქ პავლოპოლთან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეტაკებებში კიდევ 7 უკრაინელი სამხედრო დაიჭრა. უკრაინის მთავრობის ცნობითვე, პავლოპოლის გარდა გააფთრებული ბრძოლებები გრძელდება მარინკასთან, გორლოვკასთან და ავდეევკასთან, სადაც მოწინააღმდეგე მძიმე ტექნიკასაც იყენებს. თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ აცხადებენ, რომ უკრაინის არმიის მხრიდან 60-ჯერ დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.