ბრიტანეთში მოკლეს ლეიბორისტი პარლამენტარი

ბრიტანეთში თავდასხმის შედეგად დაიღუპა ლეიბორისტული პარტიის წევრი, პარლამენტარი ქალი, 41 წლის ჯო კოქსი. თავდასხმა ცეცხლსასროლით და ცივი იარაღით მოხდა ლონდონიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლიდსში. თავდასხმისას მსუბუქად დაიჭრა 77 წლის მამაკაცი. პოლიციის ცნობით, ინციდენტის შემდეგ დააკავეს 52 წლის კაცი და სხვა პირების ძიება არ მიმდინარეობს.