გაეროს თანახმად 2015 წელს დევნილთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია

გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს თანახმად, კონფლიქტების შედეგად დევნილთა რაოდენობამ 2015 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. სირიაში მიმდინარე ბრძოლებისა და ავღანეთში შექმნილი კრიზისის გამო, 2015 წელს დაახლეობით 65,4 მილიონი ადამიანი გახდა იძულებით ადგილნაცვალი პირი. 20 ივნისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დევნილთა ყველაზე დიდი რაოდენობა 60 მილიონი ლტოლვილი, მსოფლიოში გასულ წელს დაფიქსირდა. გაეროს თანახმად მსოფლიოს მასშტაბით ყოველ წუთში დაახლოებით 25 ადამიანი ტოვებს საკუთარ სახლს, რაც დღეში 34 ათასს უდრის. ჟენევაში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, რათა ყველა ღონე იხმარონ იმ ომების შესაწყვეტად, რაც ადამიანების დევნილობას იწვევს. ანგარიშში აღნიშნულია არსებულ „ქსენოფობიურ განწყობებზე“, რამაც თავი იჩინა იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი მიგრანტთა მზარდი კრიზისის მოგვარებას ცდილობს.