ხორვატიის პარლამენტმა თვითდაშლა გამოაცხადა

20 ივნისს ხორვატიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანომდებლო ორგანოს თვითდაშლას, რაც გზას უხსნის ვადამდელ არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც მძიმე პოლიტიკური კრიზისში იმყოფება. მანამდე 16 ივნისს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტიჰომირ ორეშკოვსკიმ და მისმა მთავრობამ ვერ მოიპოვეს პარლამენტის მხარდაჭერა. მოელიან, რომ არჩევნების თარიღს ქვეყნის პრეზიდენტი საზაფხულო არდადეგების შემდეგ გამოაცხადებს.