თავდამსხმელმა 20 კაცი დაჭრა გერმანიის ქალაქ ფირნჰაიმის კინოცენტრში

ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა 23 ივნისს ცეცხლი გახსნა ფრანკფურტთან ახლომდებარე ქალაქ ფირნჰაიმის კინოცენტრში, სადაც სულ მცირე 20 კაცი დაიჭრა. ურთიერთგამომრიცხავია ცნობები თავდამსხმელის მდგომარეობის თაობაზე. ვრცელდება გადაუმოწმებელი ცნობები, თითქოს თავდამსხმელი პოლიციამ შეიპყრო. მანამდე გერმანიის პოლიციის წარმომადგენლმა საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ს უთხრა, რომ თავდამსხმელი გაანადგურეს.